ჩინური ფერწერა
ჩინური ფერწერა მკვეთრად განსხვავდება დასავლურისგან. იგი გამოირჩევა თავისი სიმშვიდით და ჰარმონიულობით. ჩინელები ნამუშევრებში ემოციებს განსხვავებულად გამოხატავენ. ამის გამო, სხვა ხალხებისთვის ჩინური ფერწერის ნიმუშების აღქმა რთულია, ხოლო ჩინელ მნახველებში დასავლური ტოვებს აგრესიის და ქაოსის შთაბეჭდილებას.
ჩინელი მხატვრების შემოქმედება არასოდეს არ ეფუძნებოდა მათემატიკურ გამოთვლებს. ისინი ცდილობდნენ პიროვნების პრობლემები უკან წაეღოთ, ასევე საგნებს არ ხატავდნენ მაქსიმალური სიზუსტით.
ჟანრული მრავალფეროვნება
რედაქტირებაჩინურ ფერწერას ახასიათებს ჟანრები:
- ანიმალისტური (花鸟画 — ყვავილები და ჩიტები, აგრეთვე მწერები და მცენარეები)
- ყოფითი ჟანრი (人物画 — ადამიანები და საგნები)
- პეიზაჟი (山水画 — მთები და წყლები)
ჩინეთში არ არსებობდა ნატურმორტი, რადგან ჩინელები ფიქრობდნენ, რომ უმოძრაო საგანი მკვდარი და უსულოა, ყველაზე ძალიან კი გავრცელდა პეიზაჟი, რომელსაც სუნგის დინასტიის მხატვარმა — ვან ვეიმ ჩაუყარა საფუძველი. სხვა მხატვრებმა X-XI საუკუნეებში გადააფასეს ბუნების ესთეტიკური მხარეები, რომლის მთავარი თვისება იყო მუდმივი განახლება. დღეს ხშირია, როდესაც ერთი მხატვარი მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ერთსა და იმავე საგანს ხატავს, რათა სრულყოს იგი და მოიპოვოს აღიარება.
ჩინური ფერწერა და კალიგრაფია მჭიდრო კავშირშია, რადგან ხელოვნების ეს ორი დარგი ეფუძნება მონასმებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“, გვ.26-27, თბილისი, 2016
რესურსები ინტენრეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჩინური ფერწერა“ ვიკისაწყობში.
- ჩინური ფერწერა ჩინეთის ონლაინ მუზეუმში
- ჩინელი მხატვრები და მათი გალერეა
- ჩინური ფერწერა, ტექნიკა და სტილი