ჩინური ავრეხი
ჩინური ავრეხი, ჩინური ყვავილმცვენი, ჩინური უმოსავლო — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ჩინურის ერთ-ერთი ვარიაციაა.
გავრცელებულია ქართლის ვენახებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს ძარღვების გარშემო შეიმჩნევა მოკლე ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა. ძალიან თხელია, ახასიათებს მარცვლის ცვენა. მარცვალი საშუალო ზომისაა. ოვალური, მოყვითალო-მომწვანო ან ყვითელი ფერის. მტევანში ასეთი მარცვლები სულ 10%-ია დანარჩენი კი წვრილი და განუვითარებელია (პართენოკარპიული). რბილობი ხორციანი და წვნიანია.
ჩინური ავრეხი საშუალო ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მე-ორე ნახევარში შედის. სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 428