ჩინკულტიკი
ჩინკულტიკი — მაიას ცივილიზაციის ქალაქის ნანგრევები მექსიკაში, კამპეჩეს შტატში, თანამედროვე ქალაქ კომიტანიდან 56 კმ-ის დაშორებით.
ქალაქი ყვაოდა ჩვ. წ. III-IX საუკუნეებში. აღმოჩენილი სკულპტურების უმრავლესობა აჭრელებულია იეროგლიფებით, რომლებიც ჩვ. წ. 591 – 897 წლებით თარიღდება. ქალაქი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ იქნა XIII საუკუნეში.
ქალაქში აღმოჩენილია რამდენიმე საფეხურებიანი პირამიდა და 200-მდე პატარა შენობა. აქვეა მესოამერიკული ბურთის თამაშის მოედანი, რომლის წარწერაც გვეუბნება, რომ ის გახსნილია 591 წლის 21 მაისს.
ძეგლი პირველად XIX საუკუნის ბოლოს მოიხსენია ერთ-ერთმა მეცნიერმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) Chinkultic on cnca.gob.mx დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (with photos)
- Chinkultic on ecoturismolatino.com დაარქივებული 2007-01-03 საიტზე Wayback Machine.