ჩინეთის ბატალიონის წითელარმიელთა მემორიალი
ჩინეთის ბატალიონის წითელარმიელთა მემორიალი (რუს. Мемориал красноармейцам китайского батальона) — მემორიალური კომპლექსი როსტოვის ოლქის ქალაქ მოროზოვსკში, რუსეთის ფედერაცია.
ჩინეთის ბატალიონის წითელარმიელთა მემორიალი რუს. Мемориал красноармейцам китайского батальона | |
---|---|
კოორდინატები | 48°21′10″N 41°49′38″E / 48.352847° ჩ. გ. 41.827228° ა. გ. |
მდებარეობა | რუსეთი, მოროზოვსკი |
გახსნის თარიღი | 1958 |
გარე სურათები | |
---|---|
ჩინეთის ბატალიონის წითელარმიელთა მემორიალი |
კომპლექსის მისამართი: 347210, როსტოვის ოლქი, ქალაქი მოროზოვსკი, ლენინის ქუჩა № 155.
ისტორია
რედაქტირებარუსეთში ჩინელი მუშები და სპეციალისტები გამოჩნდნენ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში. ამ პერიოდისთვის მეფის მთავრობამ მათ ზურგის სამუშაოები დაავალა, დანგრეული ხიდების აღდგენა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917 წელს ჩინელები შევიდნენ წითელი არმიის რიგებში, შემდეგ კი შექმნეს რევოლუციური სამხედრო დანაყოფები. სამოქალაქო ომის პერიოდში, 1918 წლის გაზაფხულზე ჩამაყალიბეს ჩინური დანაყოფი, რომელსაც ეწოდებოდა ვლადიკავკაზის პირველი ჩინური დანაყოფი, მოგვიანებით კი უწოდეს 292-ე დერბენტის პოლკის, 33-ე ყუბანის დივიზიის ბატალიონი. ბატალიონი შეიქმნა ჩინელი მუშებისა და გლეხებისაგან, რომლებმაც უკეთესი მომავლის იმედით დატოვეს თავიანთი ქვეყანა და დასახლდნენ რუსეთში.
1919 წელს აღნიშნული ბატალიონი ებრძოდა თეთრგვარდიელებს ვოლგაზე და დონზე. 1919 წელს დერბენტის პოლკმა სტანიცა მოროზოვსკაიის მახლობლად ბრძოლა გაუმართა თეთრგვარდიელებს. თეთრების ცხენოსნებმა იერიში მიიტანეს ჩინურ ბატალიონზე, თუმცა აქაც კი ვერ შეძლეს ფრონტის გარღვევა. ჩინელი გმირი-წითელარმიელები მედგრად იცავდნენ თავიანთ პოზიციებს. ბრძოლაში დაღუპულები დაკრძალეს მოროზოვსკიდან 7 კილომეტრში. ომის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაღუპულთა ნეშტები გადაასვენეს ცენტრალურ მოედანზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე.
1958 წლის 2 ნოემბერს ქალაქ მოროზოვსკში ძმათა სასფლაოზე გაიხსნა სამოქალაქო ომის დროს წითელი არმიის რიგებში მებრძოლი ჩინური ბატალიონის მებრძოლი-ინტერნაციონალისტების ძეგლი.
ძეგლი დგას ქალაქის პარკის შესასვლელთან 292-ე ინტერნაციონალური პოლკის წითელარმიელი ჩინელების ძმათა სასაფლაოსთან.
ძეგლი არის 16 მეტრიანი ობელისკი, რომელიც სრულდება ხუთქიმიანი ვარსკვლავით. ობელისკზე ოქროსფერი ასოებით, რუსულ და ჩინურ ენებზე ამოკვეთილია ტექსტი:
„აქ დაკრძალულნი არიან 292-ე დერბენტის პოლკის წითელარმილი-ინტერნაციონალისტები, რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლებში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ქალაქ მოროზოვსკთან 1919 წლის ივლისში.“
|
დროთა განმავლობაში დაფა ჩინური წარწერით დაიკარგა, რის გამოც მოვლენების თარიღები განსხვავებულია[1].