ჩინებული (ვაზის ჯიში)

ჩინებული — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია 1963 წელს მაქსიმე და რეზო რამიშვილების მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია ალქსანდრიული მუსკატი და განჯური.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალო და ძლერდანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი დიდი ზომისაა, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო, ქარვისფერი ელფერით. კანი მკვრივი და საშუალო სისქის აქვს. რბილობი ხორციან-წვნიანია, გემო — სასიამოვნო.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. საჰექტარო მოსავლიანობა 12.0-15.0 ტონაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-5.5 გ/ლ-ს.

ხასიათდება ლამაზი გარეგნობით, მიჩნეულია საკმაოდ ხარისხიან სუფრის ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 562