ჩიგოიანის მესამე ზურგიანი კოშკი
ჩიგოიანის მესამე ზურგიანი კოშკი - არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.
მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე დგას კოშკი, რომელიც შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. ზურგი აღმოსავლეთითაა მიმართული. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. კოშკისათვის სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 214. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.