ჩიგოიანის მეორე ზურგიანი კოშკი

ჩიგოიანის მეორე ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ზურგიანი კოშკის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. იგი ამოვსებულია მიწით და ქვით. ზურგი ჩრდილოეთითაა მიმართული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია დიდი ზომის ფლეთილი ქვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 203