ჩიგოიანის კვირაცხოვლის ეკლესია

ჩიგოიანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სოფლის მიდამოში მდებარე ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის ქვითა და ფიქალითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, ცენტრში გაჭრილია არქიტრავული, საფეხურებიანი სარკმელი, რომლის აქეთ-იქით თითო ნიშაა მოთავსებული. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. დარბაზს ხარისხი შემოუყვება. ჩრდილოეთ კედელზე ერთი, ხოლო სამხრეთ კედელზე ორი სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთი და დასავლეთი სარკმლებით. იატაკი ამოვსებულია მიწით. ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან გეგმით სწორკუთხა მინაშენები აქვს. სამხრეთი მინაშენი შედარებით მოკლეა და ვიწრო, დასავლეთისა კი განიერი. მინაშენებს ერთი საერთო კარი აქვს სამხრეთ კედელში გაჭრილი, ხოლო ერთმანეთს უკავშირდებიან სამხრეთი მინაშენის დასავლეთ კედელში დატანებული კარის ღიობით. ეკლესიის კედლები დაზიანებულია, აყრილია საბურავი მასალა. მინაშენები ნაწილობრივ ჩამოქცეულია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება