ჩიგოიანის ეკლესია
ჩიგოიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნასოფლარ თოგოიანის მიდამოებში მდგარი, ნანგრევებად ქცეული ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი კედლის ფრაგმენტი, ხოლო აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველი სარკმლით, რომელიც ცენტრიდან უფრო ჩრდილოეთითაა გაჭრილი. ეკლესიის კედლები აგებული იყო ხელოვნურ სუბსტრუქციაზე. ნაგებობის დანარჩენი კედლები ჩაფლულია მიწაში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 200–201. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.