ჩეხარდანიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ქართულად „თეთრი ხარდანი“ (სახარდნე).

სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზეა მცირედ გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი ოვალური ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თეთრი ქეჩისებრი შებუსვით. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის. მარცვალი დიდი ზომისაა, კვერცხისებური ფორმის, სიმწიფეში ქარვისფერი ელფერით. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო გემოთი და სურნელით.

ვაზი ძლიერი ზრდისაა, მაღალ შტამბზე გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს. გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 427