ჩეჩენი ლტოლვილები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩეჩენი ტოლვილები — ჩეჩნები, რომლებმაც ჩეჩნეთში ეთნიკური დაპირისპირების დროს, პირველ და მეორე ჩეჩნეთის ომის შედეგად საკუთარი სახლები დატოვეს და რუსეთის სხვა რესპუბლიკებში ან სხვა სახელმწიფოებში გადასახლდნენ.

ჩეჩნები
საერთო მოსახლეობა
2 მილიონი
ენები

ჩეჩნური;

რუსული.
რელიგიები ისლამი (ძირითადად სუნიტები)
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები ჩრდილოეთ კავკასიელები (ინგუშები, ქისტები, ბაცები, ჩერქეზები)

იძულებით გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრის (IDMC) ცნობით, 1990 წლიდან ჩეჩნეთში ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი. ეს მეტწილად მოიცავდა არაჩეჩენ მოსახლეობას (ძირითადად რუსებს, ასევე სომხებს, ინგუშებს, ქართველებს, უკრაინელებს და სხვ.). მათ საცხოვრებელი 1990 წელს დატოვეს და 2008 წლის მონაცემებით არ დაბრუნებულან.

ბევრი ეთნიკური ჩეჩენი გადავიდა მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს 2008 წლის კვლევის თანახმად, დაახლოებით 139,000 ჩეჩენი დევნილად დარჩა რუსეთის ფედერაციაში.

ინგუშეთში

რედაქტირება

ჩეჩნეთთან ძალიან ახლო მდებარე რესპუბლიკის, ინგუშეთის მოსახლეობა პირველი ჩეჩნეთის ომის დროს 240 000-ით გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა. სავარაუდოდ 325,000 იყო იმ ადამიანების საერთო რაოდენობა, ვინც ჩეჩნეთის მეორე ომის პირველ წელს ინგუშეთში ლტოლვილად შევიდა. მათი რაოდენობა ტუბერკულოზის დაავადების გამო მკვეთრად შემცირდა. დაახლოებით 185,000 იმყოფებოდა რესპუბლიკაში უკვე 1999 წლის ნოემბრისთვის,[1] ხოლო 215,000 ცხოვრობდა ინგუშეთში 2000 წლის ივნისისთვის. 1999 წლის ოქტომბერში ინგუშეთის საზღვარი რუსულმა სამხედროებმა გადაკეტეს და ლტოლვილთა კოლონა დაბომბეს.

 
ჩეჩნური ოჯახი, 1920 წელი

დაახლოებით 180,000 ჩეჩენი დარჩა ინგუშეთში 2002 წლის თებერვლისთვის. 2002 წლის მონაცემებით 150 000-ზე მეტი ადამიანი "კარვების ქალაქის" ბანაკებში, მიტოვებულ ფერმერებსა და ქარხნებში, ასევე მატარებლის ვაგონებში ცხოვრობდა.[2] 2007 წელს ასეთი ადამიანების რიცხვი მხოლოდ 20 000-ღა შეადგენდა. სავარაუდოდ მათი ნაწილი ჩეჩნეთში დაბრუნდა, ნაწილი კი ადგილობრივად ინტეგრირდა.

ჩეჩნეთში

რედაქტირება

2006 წლის მონაცემებით, ჩეჩნეთში 100000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად რჩება, რომელთა უმეტესობა უხარისხო სახლებში და სიღარიბეში ცხოვრობს. დაიხურა დევნილთა ყველა ოფიციალური ცენტრი რესპუბლიკაში და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება მკაცრად შეიზღუდა მთავრობის მიერ (შეიზღუდა დანიის ლტოლვილთა საბჭოს მუშაობაც).

საზღვარგარეთ

რედაქტირება

2003 წლიდან მკვეთრად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნების რიცხვი მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ,,ჩეჩენიზაციის" პროცესია, რომელიც ყოფილ სეპარატისტებს აჰმედ კადიროვს და მის ვაჟს რამზან კადიროვს აძლევდა უფლებამოსილებას ჩეჩნეთის ლიდერები გამხდარიყვნენ. კიდევ ერთი ახსნა ისაა, რომ ათწლიანი ომისა და უკანონობის შემდეგ, ბევრმა ჩეჩნმა დაკარგა იმედი, რომ ოდესმე შეძლებდა ნორმალური ცხოვრების აღდგენას და ამის ნაცვლად ცდილობდა ემიგრაციაში ახალი ცხოვრების დაწყებას.

 
კავკასიის ეთნო-ლინგვისტური შემადგენლობა

ევროკავშირში

რედაქტირება

2003 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანახმად, ევროკავშირში (EU) ითხოვეს თავშესაფრის მოთხოვნა რუსეთის 33,000-მა მოქალაქემ (მათი 90% სავარაუდოდ ჩეჩნები იყვნენ). 2008 წლის იანვრის არაოფიციალური ცნობების თანახმად, ევროპაში ჩეჩნების რაოდენობამ შესაძლოა 70 000 მიაღწიოს. 2009 წლის მარტის სხვა შეფასებით, ევროპაში დაახლოებით 130,000 ჩეჩენი ლტოლვილი იყო, მათ შორის ყოფილი მებრძოლები. 2009 წლის სექტემბერში კადიროვმა თქვა, რომ ჩეჩნეთი გახსნის წარმომადგენლობებს ევროპაში, რათა დაარწმუნოს იქ მცხოვრები ჩეჩენი მიგრანტი თემები, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში.

ავსტრიამ თავშესაფრის უფლებები მიანიჭა 2000-ზე მეტ ჩეჩენ ლტოლვილს 2007 წელს, 2008 წლის იანვარში მათი რიცხვი 17000-ს მიაღწია, რაც მაშინ ევროპაში ყველაზე დიდი დიასპორა იყო.[3] 2018 წლის მონაცემებით, ავსტრიაში დაახლოებით 30,000 ჩეჩენი ცხოვრობდა. [4]

ბელგიაში

რედაქტირება

2008 წლის დასაწყისისთვის ბელგიაში 7,000-10,000 ჩეჩენი ცხოვრობდა, მათი უმეტესობა აარშოტში.[5] მინიმუმ 2000 მათგანს 2003 წელს მიენიჭა პოლიტიკური თავშესაფარი.

2009 წლის მონაცემებით, დანია ევროპის ექვსი ქვეყნიდან ერთ – ერთია, სადაც ყველაზე დიდი ჩეჩნური დიასპორაა.

საფრანგეთში

რედაქტირება

2008 წლის დასაწყისისთვის საფრანგეთში დაახლოებით 10 000 ჩეჩენი ცხოვრობს. საფრანგეთში ყველაზე დიდი ჩეჩნური თემები ნიცაში არსებობს. ასევე სტრასბურგსა და პარიზში. ჩეჩნები ასევე ცხოვრობენ ორლეანში, ლე მანში, ბეზანსონში, მონპელიეში, ტულუზასა და ტურებში. 2008 წლის მონაცემებით, ათასობით ადამიანი ცდილობს პოლონეთიდან საფრანგეთში ჩასვლას.

გერმანიაში

რედაქტირება

2008 წლის დასაწყისისთვის გერმანიაში დაახლოებით 10 000 ჩეჩენი ცხოვრობს.

პოლონეთში

რედაქტირება

პოლონეთში, თითქმის 3,600 ჩეჩნმა შეიტანა განცხადება ლტოლვილის სტატუსის მისაღებად 2007 წლის პირველ რვა თვეში და 6000-ზე მეტმა მომდევნო ოთხ თვეში.2008 წლის მონაცემებით, ჩეჩნები არიან ლტოლვილთა უდიდესი ჯგუფიპოლონეთში, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრიდან არიან ჩამოსულები.

ესპანეთში

რედაქტირება

ესპანეთმა 1999 წლიდან თავშესაფარი მიანიჭა ასობით ჩეჩნურ ოჯახს.

ევროპის სხვა ქვეყნებში

რედაქტირება

ათასობით ადამიანი დასახლდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი ან ფინეთი.

  1. World: Europe UN envoy meets Chechen refugees, BBC News, November 18, 1999
  2. Chechens wary of homecoming The Christian Science Monitor, June 12, 2002
  3. Chechnya's Exodus to Europe, North Caucasus Weekly Volume: 9 Issue: 3, The Jamestown Foundation, January 24, 2008
  4. "Tschetschenen – ein Volk im Ausnahmezustand" (in German). derstandard.at. 2018-05-20. Retrieved 2020-05-24.
  5. Chechnya's Exodus to Europe, North Caucasus Weekly Volume: 9 Issue: 3, The Jamestown Foundation, January 24, 2008