ჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
ჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Чертковский историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ჩერტკოვოს რაიონის სოფელ ჩერტკოვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1983 წელს.
ჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი | |
---|---|
რუს. Чертковский историко-краеведческий музей | |
49°23′16″ ჩ. გ. 40°09′22″ ა. გ. / 49.38778° ჩ. გ. 40.15611° ა. გ. | |
დაარსდა | 1983 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ჩერტკოვო, როსტოვის ოლქი |
ვიზიტორები | 3 300 |
დირექტორი | ვლადიმირ ოლიფირი |
ოფიციალური საიტი | http://chertkovo-muzey.ru/ |
გარე სურათები | |
---|---|
ბრძოლის დიორამა ჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმში |
მუზეუმის მისამართი: 346000, როსტოვის ოლქი, ჩერტკოვოს რაიონი, სოფელი ჩერტკოვო, პიონერთა ქუჩა № 27.
ისტორია
რედაქტირებაჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი შეიქმნა ჩერტკოვოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 21 სექტემბრის № 368 გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამჟამად ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია „კულტურის მუნიციპალური საბიუჯეტო დაწესებულება ჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“. მუზეუმი იმყოფება მუნიციპალიტეტის კუთვნლებაში. მუზეუმის დირექტორია ვლადიმირ ოლიფირი.
მუზეუმის ექსპოზიცა ჩამოყალიბდა ადგილობრივი მოსახლეობისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომლებიც მიმდინარეობდა ჩერტკოვოს რაიონში. 2015 წლის მონაცემებით მუზეუმში ინახება 2 706 ერთეული ექსპონატი, რომელიც მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, ისტორიისა და კულტურის საგნებს და სხვ. მუზეუმის ექსპოზიცია მოგვითხრობს როსტოვის ოლქის ჩერტკოვოს რაიონისა და მისი მოსახლეობის ისტორიისა და კულტურის შესახებ. მუზეუმში ინახება ექსპონატები და მასალები, რომლებიც მოგვთხრობენ რაიონის სპორტსმენების მიღწევებზე. მათ შორისაა - ფოტოები, ჯილდოები, თასები და სხვ. მუზეუმში ასევე განთავსებულია რაიონის ტერიტორიაზე გავრცელებული ცხოველების ფიტულები: ირემი, ციყვი, თრია, ასევე ფრინველები.
მუზეუმში ცენტრალური ადგილი უჭირავს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბრძოლის ამსახველ დიორამას, ბრძოლაში მონაწილეობდნენ საბჭოური და გერმანელული ავიაცია, ტანკები, ქვეითი ნაწილები. დიორამაზე წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნივთები: ავტომატები, რაციები, საბრძოლო მასალების ყუთები, სამხედრო ჩაფხუტები, თოფები, ნაღმები და სხვა მასალები.
ჩერტკოვოს ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენები, აქცია „ღამე მუზეუმში“ და სხვ. მუზეუმის თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებისთვის კითხულობენ ლექციებს. 2015 წლის მონაცემებით წელიწადში მუზეუმს სტუმრობს 3 300 ვიზიტორი[1].