ჩეპენის პროვინცია
ჩეპენი — პროვინცია პერუში, ლა-ლიბერტადის რეგიონში. პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლამბაიკეს რეგიონი, კახამარკას რეგიონი აღმოსავლეთიდან, პაკასმაიოს პროვინცია სამხრეთიდან, ხოლო წყნარი ოკეანე — დასავლეთიდან. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი ჩეპენი.
პროვინციის ფართობია 1 142,43 კმ². 2005 წლის აღწერის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 71 954 ადამიანს.
პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 3 რაიონად.