ჩაღლაიანი (ფინდიქლის რაიონი)
ჩაღლაიანი (თურქ. Çağlayan) — სოფელი ფინდიქლის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 66 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ფინდიქლიდან 6 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 509 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელი | |
---|---|
ჩაღლაიანი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | ფინდიქლის რაიონი |
კოორდინატები | 41°15′29″ ჩ. გ. 41°12′40″ ა. გ. / 41.25806° ჩ. გ. 41.21111° ა. გ. |
ადრეული სახელები | ულია |
ისტორია
რედაქტირებაძველი სახელი იყო „აბ-ი ულია“. ლაზური სოფელი აბ-ი ულია ნიშნავს ზედა წყალს.[3] სოფლის სახელი 1876 წლის ტრაპიონის პროვინციის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში მოხსენიებულია როგორც აბ-ი ულია (آب علیا). დღევანდელი ჩაღლაიანის ღელის ქვედა ნაწილში მდებარეობდა ასევე ლაზური სოფელი „აბ-ი სუფლა“ (آب سفلا). სოფელი მოგვიანებით იწერებოდა როგორც „აბუსუფლა“. ეს დასახლება დღეს ფინდიქლის დაბის ერთ-ერთი უბანია.[4][5]
სოფელი აბ-ი ულია მდებარეობს რეგიონში, რომელიც იანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ეს რეგიონი ოსმალების ხელში გადავიდა ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს. აბ-ი ულია,ტრაპიზონის ეიალეთის საზღვრებში, 1867 წელს გახდა ახლად დაარსებული ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის სოფელი. 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში ის მოხსენიებულია როგორც ამ სანჯაყის ხოფას კაზას არჰავის ნაჰიეს სოფელი. სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 71 ოჯახში მცხოვრები 171 ადამიანისგან. თითო ოჯახზე დაახლოებით 2,4 ადამიანის მოსვლა მიუთითებს, რომ აღრიცხული იყო მხოლოდ სოფლის მამაკაცი მოსახლეობა. როდესაც ვამატებთ ქალების რაოდენობას, რაც მამაკაცების რაოდენობის ტოლია, ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 342 ადამიანისგან. სოფელში, რომელიც სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, აღრიცხული იყო 352 ცხვარი და თხა, 5 ცხენი და 3 ჭაკი, 217 ძროხა და 6 ხარი.[6] კულტურის ისტორიკოსი ნიკო მარი 1910 წელს აბუს ღელის ორ ტოტზე განლაგებულ ლაზურ სოფლებს შორის ასახელებს აბ-ი ულიასაც.[3]
აბ-ი ულია, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში, მიეკუთვნებოდა რიზეს პროვინციის ჰოფას კაზას ვიჩეს ნაჰიეს.[5] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში, სოფელი, რომელიც ჩაწერილი იყო როგორც „აბუულია“, იყო ერთ-ერთი სოფელი ჩორუჰის პროვინციის ხოფას კაზას ვიჩეს ნაჰიეში და სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 668 ადამიანისგან.[7] მიუხედავად იმისა, რომ აბ-ი ულია 1940 წლის საყოველთაო აღწერაში კვლავ მოხსენიებულია როგორც „აბუსუფლა“, 1950 წლის საყოველთაო აღწერაში ის უკვე აღრიცხულია როგორც ჩაღლიანი (შემდგომში ჩაღლაიანი). აშკარაა, რომ ამ ორ თარიღს შორის სოფლის სახელი შეიცვალა ჩაღლიანით. 1940 წელს სოფელი ეკუთვნოდა ჩორუჰის პროვინციის ხოფას კაზას ვიჩეს ნაჰიეს, ხოლო 1950 წელს - ჩორუჰის პროვინციის ფინდიქლის რაიონის ცენტრალურ ნაჰიეს.[8][9] სახელის შეცვლის მიუხედავად, სოფლის ძველი სახელი ახალ სახელთან ერთად, „ჩაღლაიანი (აბუულია)“ ფორმით, გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ გამოიყენებოდა ოფიციალურ ჩანაწერებში.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Çağlayan Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Rize Fındıklı Çağlayan Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ 3.0 3.1 Nikolay Marr, Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 77, ISBN 9786055753634.
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
- ↑ 5.0 5.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 622.
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 371, ISBN 9789157871117.
- ↑ 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 2.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 18 Temmuz 2021.
- ↑ 1940 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1944, s. 169.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 18 Temmuz 2021.
- ↑ [1950 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1954, s. 137.]
- ↑ 1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 19 Temmuz 2021.