ჩაფკანი
ჩაფკანი (აზერ. Çəpkən) — აზერბაიჯანული ეროვნული სამოსი.[1]
„ჩაფკანი“ — აზერბაიჯანელების მხრებზე ზედა მოსასხამია მატყუარა გრძელი მკლავებით. ჩაფკანს ძირითადად კერავდნენ ხავერდისგან, ასევე სხვადასხვა აბრეშუმის ნაჭრებისგან. ჩაფკანს ძირითადად ქალბატონები ატარებდნენ, მაგრამ ასევე არსებობს მამაკაცის ჩაფკანიც.
ქალბატონის ასაკიდან გამომდინარეობს ჩაფკანის ფერი. ახალგაზრდა გოგონები და ქალბატონები ატარებდნენ ყვითელს, წითელს, მწვანეს, ხოლო ხნიერები კი — თეთრს და შავს.
ჩაფკანს ხშირად შიდა სარჩულითაც კერავდნენ, რომელიც მჭიდროდ ედებოდა ტანს. ქვედა გვერდით ნაწილში იყო დეტალი, რომელსაც ეწოდებოდა „ჩაფიგი“ (აზერ. çapıq — „იარა“), რაც ქალბატონის სხეულს უფრო ელეგანტურს ხდიდა.
ჩაფკანს იცვამდნენ მაისურზე, ასე ის უფრო მჭიდროდ ედებოდა სხეულს. გვერდითა მხარეები ბოლოვდებოდა სამაჯურებით. ხშირად სამაჯურებს ღილებს აკერებდნენ. ჩაფკანს ხშირად კერავდნენ სხვადასხვა „თირმეს“ ნაჭრებისგან, ველიურისგან და სხვა ბრჭყვიალა ნაჭრებისგან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ P. A. Andrews And M. Andrews CLOTHING xxi. Turkic and Kurdish clothing of Azerbaijan