პროექტი „ჩართე” (და მისი საერთაშორისო ანალოგი GiveInternet.org) — საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

პროექტის ლოგო

პროექტი თანამშრომლობს სკოლებთან, ამოიცნობს და სტუმრობს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს რეგიონებში, კონფლიქტისპირა სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში. ონლაინ შემომწირველების, კორპორატიული დონორებისა და საგრანტო დაფინანსებით „ჩართე“ ყიდულობს ლეპტოპებს, ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ონლაინ შემომწირველების მხარდაჭერით კი პროექტი მოსწავლეებს ურთავს ინტერნეტს. „ჩართული“ მოსწავლეები იღებენ საგანმანათლებლო რესურსებით ჩატვირთულ ლეპტოპებს, უფასო წვდომას „ჩართეს“ პარტნიორი პლატფორმების საგანმანათლებლო მასალაზე და მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო ონლაინ მხარდაჭერას „ჩართეს“ გუნდისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება