ჩარალიავე
ჩარალიავე (ესპ. Charallave) — ქალაქი ვენესუელაში, მირანდას შტატში. 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 129 213 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს კარაკასიდან 60 კმ-ის დაშორებით. დედაქალაქთან სიახლოვისა და მოსახლეობის გადაჭარბებული სიმჭიდროვის გამო ის ერთგვარ საძინებელ ქალაქად იქცა (ქანქარისებური მიგრაცია).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩარალიავე Charallave | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | მირანდა | ||||
კოორდინატები | 10°14′35″ ჩ. გ. 66°51′44″ დ. გ. / 10.24306° ჩ. გ. 66.86222° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1681 წ | ||||
ცენტრის სიმაღლე | 150 მ | ||||
მოსახლეობა | 129 213 კაცი | ||||
სატელეფონო კოდი | 0239 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1210 | ||||
ოფიციალური საიტი | charallave.gov.ve | ||||
გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ჩარალიავე გზაჯავრედინის როლს ასრულებს მიმდებარე ქალაქებისაკენ მიმავალ საგზაო სისტემაში.
ქალაქი დაარსდა 1681 წელს სახელით სანტა-როსა-დე-ლიმა-ჩარალიავე. სახელი მომდინარეობს ადგილობრივ ინდიელთა ტომ ჩარალიავესგან, რომლების საცხოვრებელიც კათოლიკურმა მისიამ ჩაანაცვლა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine.