ჩან-ჩანი (ჩილე)
ჩან-ჩანი — არქეოლოგიური ძეგლი და პლაჟი სამხრეთ ჩილეს სანაპირო ზოლში, მარიკინის კომუნაში. ჩან-ჩანი იმითაა ცნობილი, რომ ის დასახლებული იყო ნადირობა-შემგროვებლობის დროს, შუა არქაულ პერიოდში, ორი პერიოდის გამოტოვებით. პირველი პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 6420–6250 წლებს, ხოლო მეორე ძვ.წ. 6130–5730 წლებს. არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს პლაჟის მაღლა, სანაპირო ტერასებზე, რომლებიც შექმნილ იქნა ალოხტონებისაგან ავტოქთონების (ადგილობრივების) მიერ. ალოხტონები შედგება ვულკანური კლდეებისაგან.
ჩან-ჩანის მოსახლეობა, იყენებდა რუხ ობსიდიანსაც კი, რომელიც ჩან-ჩანიდან 400 კილომეტრზე, სამხრეთით მდებარე შაიტენის ვულკანიდან მოჰქონდათ.
2005 წელს, ჩან-ჩანში 3,484 ქვის იარაღი და 12,050 მათი ჩამონაჭრები, სხვადასხვა ძუძუმწოვრის, ფრინველისა და თევზის ძვლები ამოაჩინეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Geoarqueología del sitio arcaico Chan-Chan 18
- Revista geológica de Chile.
- History of south-austral Chile (X-XII Region) during the Holocene დაარქივებული 2012-03-12 საიტზე Wayback Machine.