ჩანჩურამიხეილ ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1903 წელს გაზეთ ცნობის ფურცელში[1].

„ჩანჩურა“
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1903
გვერდი 13

მოთხრობის სიუჟეტი რედაქტირება

ჩანჩურა ერთი ჩვეულებრივი მათხოვარია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს. ზოგჯერ პარვით, ზოგჯერ კი მოწყალებით ირჩენს თავს. მაგრამ, ამავდროულად ის უბნის მასხარაცაა. ერთი ყასბის 12 წლის შვილი არტუშა მასზე გადაკიდებულია და მუდმივად დასცინის. ჩანჩურა თავს მეპურე სიმონას აფარებს, რომელიც საძინებელს და გამხმარ პურს აჭმევს.

ერთხელ არტუშა მისი ძაღლისა და ჩანჩურას ორთაბრძოლას მოაწყობს. ფილტვს მათ შორის ჩააგდებს და სანახაობას დაელოდება. ბრძოლაში ძაღლი გაიმარჯვებს, ხოლო ჩანჩურა ძლიერ დაზარალდება. მათ ჩხუბს ჟანდარმი გააჩერებს. გაოგნებული ჩანჩურა კი ეტლში ჩავარდება. მას ჟანდარმი სავადმყოფოში წაიყვანს, მაგრამ მეორე დღეს დაიღუპება.

პერსონაჟები რედაქტირება

  • "ჩანჩურა" - მთავარი პერსონაჟი, მათხოვარი.
  • "არტუშა" - ყასბის შვილი.
  • "სიმონა" - ხაბაზი.
  • "პეტროვი" - ჟანდარმი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2015-10-23.