ჩამასის კოშკი
ჩამასის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამასიში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგები იყო ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. ნაგებობა დანგრეულია. ალაგ-ალაგ შემორჩა ორი სართულის სიმაღლეზე. კარი არ ჩანს. კედლები დაფარულია მცენარეულობით. ირგვლივ მიწის დონე აწეულია, ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004