ჩალტირის სურბ-ამბარცუმის ეკლესია
ჩალტირის სურბ-ამბარცუმის ეკლესია (სომხ. Սուրբ Հարությւոն եկեղեցի, რუს. Церковь Сурб Амбарцум) — სომხური ეკლესია სოფელ ჩალტირში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.
ჩალტირის სურბ-ამბარცუმის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°17′00″ ჩ. გ. 39°30′04″ ა. გ. / 47.28333° ჩ. გ. 39.50111° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხეთის სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ჩალტირი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1860-1867 |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი ჩალტირი, მე-6 ხაზის ქუჩა.
ისტორია
რედაქტირებასურბ-ამბარცუმის ეკლესია სოფელ ჩალტირში დააარსეს 1790 წელს დედოფალ ეკატერინე II-ის 1779 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ყირიმიდან გადასახლებულმა სომხებმა.
მათ მიერ აგებულ ქვის ტაძარს, ჰქონდა ხის სამრეკლო. დროთა განმავლობაში ეკლესია დაინგრა, ხოლო მისი სამრეკლო გადაიხარა. სოფელ ჩალტირის მრევლმა შუამდგომლობა გაუგზავნა სომხეთის სამოციქულო ეკლესიიის ნოვო-ნახიჩევანისა და ბესარაბიის ეპარქიას, რათა აეშენებინათ ახალი ეკლესია.
გადაწყვეტილება მიიღეს და 1860 წელს დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია ააშენეს ტაგანროგელი არქიტექტორის ნ. მურატოვის ტიპური პროექტის მიხედვით და მრევლის სახსრებით. ეკლესია აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. ძველი ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა.
1883 წელს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის შედეგად დაამატეს სამი ახალი კარი სხვადასხვაფერი ვიტრაჟებით. ეკლესიის ეზო შემოღობეს რკინის მესრით.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესია დახურეს. მისი შენობა გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნით. 1944 წელს ეკლესია კვლავ გახსნეს. 1990 წელს მის ეზოში დადგეს სომხებისათვის წმინდა სიმბოლო ხაჩქარი, რომელიც არის ეჩმიაძინის მონასტერში მდგარი 1279 წლის ხაჩქარის ასლი. ხაჩქარის კვარცხლბეკზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ იგი დადგეს 1915 წლის სომხების გენოციდის აღსანიშნავად.
ეკლესიის წინამძღვარია მღვდელი ტერ-თადეოსი (ლუსეგენ ჰაიბარიანი).
არქიტექტურა
რედაქტირებასურბ-ამბარცუმის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიას ადგას რვაკუთხა გუმბათი, რომლის თითოეულ გვერდზე 2-2 მაღალი ფანჯარაა.
ეკლესიის სამრეკლო ოთხიარუსიანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Вартанян В. Г., Казаров С.С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001.
- Халпахчьян О. X. Архитектура Нахичевани-на-Дону // Ер. 1988.
- Шахазиз Е. Новый Нахичеван и новонахичеванцы / Перевод с армянского Ш. М. Шагиняна // Ростов-на-Дону, 1999.
- Российская и Ново-Нахичеванская епархия Армянской Апостольской Церкви. Исторический путь. М., 2013.