ჩაკლული სული
ჩაკლული სული — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გერმანიაში მოღვაწე გრიგოლ რობაქიძის 1931 წლის რომანი.
„ჩაკლული სული“ | |
---|---|
ავტორი | გრიგოლ რობაქიძე |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
ჟანრი | რომანი |
გამოცემის თარიღი | 1931 |
გვერდი | 214 |
რომანის შესახებ
რედაქტირება„ჩაკლული სული“ პირველი ლიტერატურული ცდაა „ბოლშევიკური კლიმატისა“ და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად. ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები. „წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს“ – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.