ჩაიკოვსკის სახლი (რუს. Дом Чайковского) — სახლი ქალაქ ტაგანროგის ცენტრში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. 1870-იანი წლების არქიტექტურის ძეგლი.

ჩაიკოვსკის სახლი
რუს. Дом Чайковского
კოორდინატები 47°12′45″N 38°56′18″E / 47.21254° ჩ. გ. 38.938209° ა. გ. / 47.21254; 38.938209
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1871
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101146000

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 56.

შენობის პროექტი შეიქმნა 1871 წელს დონის ძალების პოდპოლკოვნიკის დიმიტრი კალინოვსკის დაკვეთით. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი მიხეილ პეტროვი[1]. არსებობს ვერსია, რომ სახლი დაუსრულებელი სახით გადაეცა ვაჭარ სარანდინოს, რომელმაც მისცა მას დასრულებული სახე[1]. 1880-1890 წლებში სახლი ეკუთვნოდა სარანდინოს ქვრიივს[1]. 1883-1894 წლებში სახლი იჯარით ჰქონდა აღებული რუსეთის ნაოსნობისა და ვაჭრობის კომპანიას თავისი აგენტის იპოლიტე ჩაიკოვსკისათვის[1]. ძმასთან სტუმრად ჩადიოდა კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და რჩებოდა მასთან (1886, 1888, 1890)[1]. 1898-1906 წლებში სახლის მფლობელი იყო ი. ტარხოვა, ხოლო 1915 წლიდან გენერალ-მაიორ კ. რეტივის ცოლი[1].

1920 წლიდან 1966 წლამდე აქ განთავსებული იყო ბავშვთა საავადმყოფო № 1. 1974 წლიდან დღემდე შენობაში მდებარეობს ჩეხოვის სახელობის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, კამერალური მუსიკის დარბაზი, პ. ჩაიკოვსკის ოთახი-მუზეუმი[1].

შენობის ამჟამინდელი სახე განსხვავდება ადრინდელისაგან. 1927 წლის ყირიმის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობის მარცხენა ფასადი, მოგვიანებით ეს მხარე მთლიანად დაინგრა[1]. რესტავრაციის დროს (1974-1976 წწ.) კოშკის თავზე დაამაგრეს ფლუგერი (ავტორი ი. იაკოვენკო), რომელსაც იახტის ფორმა აქვს. სახლი შედის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სიაში.

უკანასკნელი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2009-2010 წლებში ჩეხოვის 150 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში[2]. ფლუგერი იახტის გამოსახულებით, რომელიც 1976 წელს დაამონტაჟეს, მოხსნეს.

არქიტექტურა

რედაქტირება

ჩაიკოვსკის სახლი აგებულია წითელი აგურით. შენობას თავზე ადგას კოშკი დაკბილული კარნიზით. შეისრული ფანჯრები შენობას შუა საუკუნეების იერ-სახეს აძლევს (მოდერნი, ნეოგოთიკა)

ცნობილი მობინადრეები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Киричек М. С. Чайковского дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 776. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. Собств. корр. Дом Чайковского открыт в Таганроге после реставрации // Интерфакс. — 2010. — 11 мая.