ჩავუშლუს ხიდი
ხიდი თურქეთში
ჩავუშლუს ხიდი — თაღოვანი ხიდი თურქეთში, მდინარეების სუბაშისა და ჩავუშლუს შეერთების ადგილიდან 20 მ-ის მოშორებით. უკანასკნელ ხანს აქ ახალი, თანამედროვე ხიდი გაუმართავთ, რომელიც გადაფარავს ძველი ხიდის სავალ ნაწილს, მაგრამ მათ შორის გარკვეული მანძილია დატოვებული.
მისი სიგრძე დაახლოებით — 11 მ-ია, ხოლო სიმაღლე წყლის ზედაპირიდან — 8,5 მ. ხიდის თაღის მარცხენა ფუძე უშუალოდ კლდეს ებჯინება,ხოლო მარჯვენა თაღის ფუძე საგანგებოდ ამოკვეთილ კლდოვან ბუდეში ეშვება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 65 ISBN 978-9941-0-6458-6.