თომა ჩაგელიშვილი
ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩაგელიშვილი, თომა)
თომა ჩაგელიშვილი (დ. 9 მაისი, 1972)[1] — ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „საქართველოს უახლესი ისტორიის“ ავტორი. პროექტი რუსთავი 2-ზე 2001 წლის იანვრიდან დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. სულ გადაღებულია 24 დოკუმენტური ფილმი, საქართველოს ისტორიის ცალკეულ, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენებზე: „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, „70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა“, „თბილისის ომი 1991–1992 წლები“, „პირველი პრეზიდენტის — ზვიად გამსახურდიას სიკვდილი“ და სხვა.[2] 2010 წელს ფონდ „ინტერნიუსთან“ თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი „ევროპის მეზობლები“. 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდიის „თი-სტუდია“ დამფუძნებელი.[3]
თომა ჩაგელიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 მაისი, 1972 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
პროფესია |
ისტორიკოსი ჟურნალისტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თომა ჩაგელიშვილი, ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-09-02.
- ↑ საქართველოს უახლესი ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-26. ციტირების თარიღი: 2014-09-02.
- ↑ ომის ნაკვალევი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2014-09-02.