შხუჩეში
შხუჩეში — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
„შხუ“ მეგრულად მსხვილს ნიშნავს, „ჩეში“ კი თეთრს ანუ „მსხვილი თეთრი“.
ერთეული ძირებია შემორჩენილი მაღლარის ფორმით წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, თეთრი ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და ტკბილია.
შხუჩეში საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 185-190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომ-ბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 155 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.8-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8-9.1 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის მსუბუქი და ჩალისფერი თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 420