შხამურის ციხე
შხამურის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავატში. აგებულია გარდამავალ ხანაში.
სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ზე, მდ. ცხავატურას ხეობაში მდებარე ზურგიანი კოშკი დიდი ზომის ადგილობრივი წარმოშობის ქვითაა ნაგები. წყობა თარაზულია. კედლების სისქე ზოგან 1,80 მ, ზოგან 1,50 მ.
კოშკი შემორჩენილია ხუთი სართულის დონეზე. შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელშია. ჩანს ხის ძელების ბუდეები. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია ხვრელი, რომელიც შესაძლოა გვირაბში ჩასასვლელი იყო.
ტერიტორია შემოზღუდული იყო გალავნით, რომლის ფრაგმენტები მდინარისაკენ მიემართება.
კოშკის სამხრეთი კედელი გრძივ ღერძზე მთლიანად გაპობილია. სართულშუა გადახურვა ჩამოქცეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 241-242