შუქი მოვიდა
შუქი მოვიდა — 2000-იანი წლების დასაწყისის ქართულ-ფრანგული პანკ-ჯგუფი. მისი შემქმნელი და მთავარი იდეოლოგი წარმოშობით ფრანგი, ფრედი პაიანი იყო. მას ამ პროექტამდეც ჰყავდა საკუთარი ჯგუფი, მაგრამ საქართველოში შექმნილმა ახალმა სიმღერებმა მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. სიმღერების გამოცემა დაემთხვა საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პერიოდს, რაც მათში აისახა.
ჯგუფის სიმღერები უშუალოდ ეხებოდა ენერგოკრიზისის წლებს და თანამედროვე ქართული რეალობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს - მობილურ ტელეფონებს, ნაყინს („მაროჟნი“[1]), ხაჭაპურს, ენერგოდეფიციტს, სამარშრუტო ტაქსებს („მინიბუსის ზაზა“[2]), ნავთის ქურებს („ტურბო“), სამგლოვიარო ტრადიციებს („რატომ წახვედი“) და ა.შ.
მოგვიანებით, როდესაც ფრედი პაიანი საფრანგეთში დაბრუნდა, ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. 2014 წელს ფრედი კიდევ ერთხელ ჩავიდა საქართველოში და ჯგუფმა გამართა რამდენიმე კონცერტი.[3]
წევრები
რედაქტირებაჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ:
- ფრედი პაიანი - ვოკალი, გიტარა
- დათო ხოსიტაშვილი - გიტარა
- გიორგი გობეჯიშვილი - ბას-გიტარა
- გურამ მაკალათია, ივან კაბაკოვი - დასარტყმელი საკრავები
შემოქმედება
რედაქტირება- დისკოგრაფია
- შუქი მოვიდა (ალბომი, 2001)
- გულზე მოგეშვება (EP, 2003)
- ვიდეო
- მინიბუსის ზაზა (მუსიკალური ვიდეო პირველი ალბომიდან)
- ჟიგულის კაცი (მუსიკალური ვიდეო პირველი ალბომიდან)