მანათობელი დიოდები

(გადამისამართდა გვერდიდან შუქდიოდი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შუქდიოდი ან მანათობელი დიოდი (ინგლ. light-emitting diode, LED) — ნახევრადგამტარი მოწყობილობა, რომელიც არაკოჰერენტულ სინათლეს ასხივებს მასში მუდმივი ელექტრული დენის გატარების დროს. გამოსხივებული შუქი მდებარეობს სპექტრის ვიწრო ნაწილში და მისი ფერის მახასიათებლები დამოკიდებულია ნახევრადგამტარში გამოყენებული ნივთიერების ქიმიურ შემადგენლობაზე. პირველი შუქდიოდი, რომელიც გამოასხივებდა ადამიანისთვის ხილულ შუქს, 1962 წელს შექმნა ნიკ ჰოლონიაკმა. იმ დროისთვის ის მუშაობდა მკვლევარად კომპანიაში General Electric Company.

შუქდიოდები