შუა საუკუნეების ანატოლიის ხის სახურავიანი მეჩეთები

შუა საუკუნეების ანატოლიის ხის სახურავიანი მეჩეთები (თურქ. Anadolu'nun Orta Çağ Dönemi Ahşap Hipostil Camileri) — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი თურქეთში. შედგება ანატოლიაში მდებარე სელჩუკების ხუთი მეჩეთისგან, რომლებიც თარიღდებიან XIII-XIV საუკუნეებით.

შუა საუკუნეების ანატოლიის ხის სახურავიანი მეჩეთები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

აფიონის დიდი მეჩეთის ინტერიერი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2023  (45-ე სესია)
ნომერი 1694
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1694
ინგლ.რუს.ფრ.

აფიონის დიდი მეჩეთი, ასლანჰანეს მეჩეთი, ეშრეფოღლუს მეჩეთი, მაჰმუთ ბეის მეჩეთი და სივრიჰისარის დიდი მეჩეთი 2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში შეიტანეს სახელწოდებით „ხის გადახურული და ხის სვეტებიანი მეჩეთები ანატოლიაში“.[1] 2023 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ აღიარა მისი უნივერსალური ღირებულება.[2]

  1. Wooden Roofed and Wooden Columned Mosques in Anatolia. UNESCO. ციტირების თარიღი: 31 May 2023
  2. Wooden Hypostyle Mosques of Medieval Anatolia. UNESCO. ციტირების თარიღი: 19 September 2023