შუა როკის მეხუთე კოშკი
შუა როკის მეხუთე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა როკში, აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ფლეთილი ქვით ნაგები კოშკის კედლები ასიმეტრიულია. შემორჩენილია ოთხი სართული, პირველი სართული ამოვსებულია ქვით. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ყველა კედელში დატანებულია სათოფური. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე მთლიანად ჩამონგრეულია. შეინიშნება დუღაბის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004