შუა როკის მესამე კოშკი

შუა როკის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა როკში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი აგებულია ფლეთილი ქვით და კირის დუღაბით. კოშკი ძალიან არის დანგრეული, სამი სართულსი დონეზე შემორჩენილია დასავლეთის კედელი ხოლო ჩრდილოეთით და სამხრეთით მხოლოდ მცირედი ფრაგმენტებია შემორჩენილი. კოშკის ირგვლივ მიწის დონე აწეულია, ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004