შუა როკის მეექვსე კოშკი

შუა როკის მეექვსე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა როკში, აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ხუთსართულიან კოშკზე საცხოვრებელი სახლებია მიშენებული. კოშკი ნაგებია ზედაპირულად დამუშავებული ფლეთილი ქვითა და დუღაბით. კოშკში შესვლა და გეგმის აზომვა ვერ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004