შუა მოხისის ეკლესია
შუა მოხისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა მოხისში. განვითარებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. კედლები შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლები.
ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ჩრდილოეთით ნიშის კვალია. ჩრდილოეთით შემორჩენილია პი-ლასტრის მხრის ნაწილი და სამხრეთი შესასვლელის მარჯვენა წირთხლის ქვედა ნაწილი. ფასადებზე შემოცლილია პერანგი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 216