შუა ზახორის ეკლესია

შუა ზახორის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ზახორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, სასაფლაოზე დგას ეკლესია, რომელიც ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაგები. მარკანტული ნაწილებისათვის გამოყენებულია შირიმი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, ცენტრში არქიტრავული სარკმლით. სარკმლის მარჯვნივ ნიშაა მოწყობილი. შიდა სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბრჯენი თაღიც პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. სამხრეთ კედელში მოწყობილი შესასვლელი თითქმის მორღვეულია. მონგრეულია ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე. სახურავი აყრილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 198-199