შუა ერმანის პირველი კოშკი

შუა ერმანის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან  შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმაში ოთხკუთხაა. შემორჩენილია ოთხი სართული. სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე ჩამონგრეულია. სამხრეთით, მეორე სართულზე გაჭრილია თაღოვანი კარი. კოშკის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა და იკითხება კედლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004