შუა ერმანის მეხუთე აკლდამა

შუა ერმანის მეხუთე აკლდამა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან  შუა საუკუნეებში. ეს აკლდამა, სხვა აკლდამებისგან განსხვავებით, მაღალია. ნაგებია ფლეთილი და ვულკანური ქვის წყობით. ქვემო ნაწილი დუღაბზე, ზემო მშრალი წყობით. ღიობი და თარო სამხრეთიდან აქვს. გადახურულია მაღალი პროპორციების ორფერდა საფეხუროვანი სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004.