შუა ერმანის მეორე კოშკი

შუა ერმანის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან  შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით და კირის დუღაბით. დუღაბი კარგად შეიმჩნევა ორი სართულის სიმაღლეზე. შემორჩენილია ოთხი სართული. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე ჩამონგრეულია. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულზე დატანებულია კარი. კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია, იქვე, ჩრდილოეთი კედლის ახლოს, შემორჩენილია კედლის ფრაგმენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004