შუა ერმანის მეექვსე კოშკი
შუა ერმანის მეექვსე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ოთხი სართულის დონეზე შემორჩენილი კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. თაღოვანი შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელშია დატანებული. სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები დანგრეულია. პირველი სართული ამოვსებულია მიწითა და ნაყარი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004