შუა ერმანის ეკლესია
შუა ერმანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. მცირე ზომის უაბსიდო, გეგმაში ოთხკუთხა დარბაზული ეკლესია ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით. თაღოვანი კარი გაჭრილია დასავლეთით. ჩრდილოეთ ფასადზე ამოღებულია პატარა ნიში. აღმოსავლეთით, ერთი მეტრის მოშორებით მიჰყვება კედლის ნანგრევი. კედლებს შორის დაკიდებულია ზარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004