შუა ალევის სამების ნიშის ეკლესია
შუა ალევის სამების ნიშის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ალევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითა და აგურითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ასეთივე სწორკუთხა საკურთხევლია, რომლის ცენტრში მოთავსებულია არქიტრავული ნიშა. მის ქვემოთ, კედლის წყობაში ჩატანებულია ქვაჯვარა.
ცილინდრული კამარა აგურის წყობითაა გადაყვანილი. ძეგლმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. მთლიანად არის ჩამონგრეული დასავლეთის კედელი. სამხრეთი ფასადის დიდი ნაწილი დეფორმირებულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 195-196