შუა ალევის კვირაცხოვლის ეკლესია

შუა ალევის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ალევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

თაღ-კამარა ჩამოქცეული, დარბაზული, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. ნაგებობის ინტერიერი ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით. ამოსულია დიდი ზომის მცენარეები, რის გამოც აზომვა არ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 195