შტრბსკე-პლესოს ტბა
შტრბსკე-პლესოს ტბა (სლოვაკ. Štrbské pleso) — მყინვარული წარმოშობის ტბა სლოვაკეთში, მაღალ ტატრებში, ზღვის დონიდან 1346 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 19.76 ჰა, მაქსიმალური სიღრმე 20 მ. არის კურორტ შტრბსკე-პლესოს ნაწილი, რომელიც გაშენებულია ტბის სამხრეთ ნაწილში. ტბის პირას არის მრავალრიცხოვანი სასტუმროები და სანატორიუმები. მაღალ ტატრებში არსებულ ტბებს შორის შტრბსკე-პლესოს ტბა ყველაზე პოპულარულია. გაწოლილია პოპრადიდან გადაჭიმული ვიწროლიანდაგიანი ელექტრული რკინიგზის ბოლოში.
შტრბსკე-პლესოს ტბა | |
---|---|
შტრბსკე-პლესოს ტბა | |
კოორდინატები: 49°07′21″ ჩ. გ. 20°03′30″ ა. გ. / 49.12250° ჩ. გ. 20.05833° ა. გ. | |
მდებარეობა | სლოვაკეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1346 მ |
ფართობი | 0,1976 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 20 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შტრბსკე-პლესოს ტბა“ ვიკისაწყობში.
- შტრბსკე-პლესოს ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)