შტამი (გერმ. Stamm, სიტყვასიტყვით — „ფუძე“; „ოჯახი“, „ტომი“) — განსაზღვრული წყაროდან გამოყოფილი ან მუტაციის გზით მიღებული მიკროორგანიზმის სუფთა კულტურა. ერთი და იგივე მიკროორგანიზმის შტამების განსხვავება შესაძლებელია რიგი თვისებების მიხედვით (ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა, ვირულენტობა, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზირების შესაძლებლობა და სხვ.). მრეწველობაში ცილების (მ.შ. ფერმენტების), ანტიბიოტიკების, ვიტამინების, ორგანული მჟავებისა და სხვა ნივთიერებათა მიკრობიოლოგიური სინთეზისათვის გამოყენებული მიკროორგანიზმების შტამები მნიშვნელოვნად პროდუქტიულია ველურზე, რამდენადაც მათი შექმნის დროს ხორციელდება საჭირო თვისებების მქონე უჯრედთა გრძელი და მკაცრი გადარჩევა.[1]

H1N1-ის შტამი, პანდემიის კვლევის პრიორიტეტული სამიზნე.
  1. Штамм // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 113.