შპიკეროოგი
შპიკეროოგი (გერმ. Spiekeroog) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს კუნძულებს — ლანგეოოგსა (დასავლეთით) და ვანგეროოგეს (აღმოსავლეთით) შორის. მიეკუთვნება ქვემო საქსონიის მხარის ვიტმუნდის რაიონს. არსებულ ერთადერთ სოფელს ასევე შპიკეროოგი ჰქვია.
კუნძულის ფართობი 18,25 კმ²-ია, მატერიკთან უახლოესი მანძილია 5,7 კმ. იგი ავტომობილებისგან თავისუფალია გარდა სახანძრო და რესურსების გადასაზიდი მანქანებისა. კონტინენტურ გერმანიასთან აკავშირებს ყოველდღიური საბორნე მიმოსვლა.
სახელ „შპიკეროოგის“ წარმოშობა სადავოა. თუმცა, დღეისათვის მისი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ის იტაგრმნება როგორც „საწყობი კუნძული“.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 781 ადამიანს შეადგენს.
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: