შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Государственный Дальневосточный университет, შემოკლებით ГДУ - გე-დე-უ) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც არსებობდა ქალაქ ვლადივოსტოკში XX საუკუნის პირველ ნახევარში.
შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებში დროებითი მთავრობის დადგენილების საფუძველზე — აღმოსავლური ინსტიტუტის ბაზაზე. შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო გ. ვ. პოდსტავინი (რუს. Г. В. Подставин).
1930 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 9 ახალი უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბების შესახებ, ხოლო შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი გაუქმებული იქნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Государственный Дальневосточный университет // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона ( = ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია): ტომი 86-ე. (82 ტ. და 4 დამ.). — სანქტ-პეტერბურგი., 1890—1907.