შოთა ზარდალიშვილი
შოთა ივანეს ძე ზარდალიშვილი (დ. 15 აგვისტო, 1922, თბილისი, — გ. 26 აპრილი, 1996, იქვე) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა გენერალ-მაიორი (1977), სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1967).
დაამთავრა კიევის საარტილერიო სასწავლებელი (1942), თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად (1957). 1940 წლიდან წითელი არმიის რიგებში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა სტეპის და უკრაინის მეორე ფრონტებზე; მონაწილეობდა უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიებზე ბრძოლებში, იყო ასეულის, ბატალიონის მეთაური. 1950 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, 1976–1985 წლებში იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1985 წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994), საბჭოთა ორდენებით და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 311.