შოთა გორდეზიანი
შოთა გიორგის ძე გორდეზიანი (დ. 14 მაისი, 1911, თბილისი — გ. 16 ნოემბერი, 1965, იქვე) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958).
ბიოგრაფია
რედაქტირება1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიულ კათედრაზე. 1958 წლიდან კათედრის პროფესორია. 1955-1956 წლებში მუშაობდა მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრის ინსტიტუტის ქირურგიულ კათედრაზე პროფ. ვ. ი. კაზანსკისთან, ხოლო შემდეგ პროფესორ პ. ბოროვსკისთან (ნეიროჰისტოლოგიის ლაბორატორიაში). გორდეზიანმა შეისწავლა სიდამწვრისა და მისი მკურნალობის მეთოდები. იკვლევდა გულის გვირგვინოვან სისხლძარღვთა ნაკლოვანების ქირურგიულ მკურნალობის საკითხებს და სხვ. გორდეზიანი თანაავტორია სახელმძღვანელოებისა ქირურგიაში (1954, მ. კოკოჩაშვილი, შ. გორდეზიანი, დ. ღვინეფაძე).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თერმული სიდამწვრე და მისი მკურალობა, თბ., 1954;
- გულის ანგინის ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1961;
- Материалы к хирургическому лечению коронарной недостаточности сердца, Тб., 1957.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 107.