შოვქათ აღაევი
შოვქათ აღაევი (აზერ. Şövkət Ağayev, სრული სახელი:Şövkət Həsənoviç Ağayev; დ. 14 დეკემბერი, 1936, ბაქო — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]
შოვქათ აღაევი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 დეკემბერი, 1936 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1936 წლის 14 დექემბერს ბაქოში. წარმოშობით ყარაბაღიდან იყო. დედამისი რაჰიმა ოსი იყო, მამამისი ჰასანი კი იჩერი-შეჰერიდან. 70-იან წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის დაავადებათა კათედრის გამგედ.[2]. შოვქათ აყაევმა დაამთავრა ბაქოს მე-18 სკოლა, შემდეგ სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჯერ ადვოკატად, შემდეგ ყოფილ ორჯონიკიძის რაიონში (ახლანდელი სურახანის რაიონი) სახალხო მსაჯულად, შემდეგ კი ფოლადის ქარხანაში ადვოკატად.[3]
სიკვდილი
რედაქტირება19 იანვარს დაახლოებით 22:00 საათზე ის სახლიდან XI წითელი არმიის მოედანზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი გაუჩინარების გამო ბინაგადის რაიონულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც 1996 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შოვქათ აგაევი დაკარგულად გამოაცხადა.[4] მისი ოჯახის მიმართვები „მოწამის“ სტატუსის თაობაზე წარმატებით დაგვირგვინდა მისი გაუჩინარების დღიდან მხოლოდ 27 წლის შემდეგ — აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2017 წლის 2 აგვისტოს №3140 ბრძანებულებით „შავი იანვრის ტრაგედიის მოწამის“ საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 2 avqust 2017-ci il tarixli 3140 saylı Sərəncamı. ციტირების თარიღი: 2022-09-02(აზერბაიჯანული)
- ↑ Məzarsız şəhid, yaxud itkin düşmüş arzular…. ციტირების თარიღი: 2022-09-02(აზერბაიჯანული)
- ↑ 27 ildən sonra Şəhid statusu alan Şövkət Ağayevin ailə dramı — FOTO. ციტირების თარიღი: 2022-09-02(აზერბაიჯანული)
- ↑ 20 yanvar hadisələrində itkin düşən Bakı sakini — Ailəsi ona ŞƏHİD statusu istəyir. ციტირების თარიღი: 2022-09-02(აზერბაიჯანული)