შინდარის წმინდა გიორგის ეკლესია
შინდარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდარაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია ნაგებია მოყვითალო ქვიშაქვით. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით.
ეკლესიის კედლები შემორჩენილია 3-4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა.
ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარული და პერანგშემოცლილია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა. მიწის დონე აწეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004